Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრას უახლოეს ხანში აპირებს


”ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრას უახლოეს ხანში აპირებს. თავის მხრივ, პრაიმერის ინიციატორი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა ლევან გაჩეჩილაძეს მოუწოდა, კონსულტაცია არა ირაკლი ალასანიასთან, არამდე რესპუბლიკურ პარტიასთან გამართოს, რადგან დავითაშვილის თქმით, ალიანსში გადაწყვეტილებებს რესპუბლიკელები იღებენ. ხალხის პარტიის ლიდერის ამ შეფასების კომენტირებისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თავად იღებს, ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად. ალასანიამ ასევე დაადასტურა, რომ ალიანსი საქართველოსთვის კვლავ მზად არის, გარდა ზურაბ ნოღაიდელისა, დანარჩენ ოპოზიციასთან კონსულტაციისთვის, რომლის თემა არა ერთიანი კანდიდატი, არამედ არჩევნებისთვის კოორდინირებული მოქმედება იქნება. თბილისის მერის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო მოხსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი ალასანიამ უსაფუძვლო უწოდა.
XS
SM
MD
LG