Accessibility links

logo-print

დიტერ ბოდენი სერგეი ბაღაფშსა და ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა


მინისტრთა საბჭოს შენობა, სოხუმი

მინისტრთა საბჭოს შენობა, სოხუმი

სოხუმში კერძო ვიზიტს განაგრძობს საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი დიტერ ბოდენი, რომელიც დღეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.

სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორმა ბოდენმა, რომელიც აფხაზეთში ადგილობრივი უნივერსიტეტის რექტორის მიწვევით იმყოფება, საერთაშორისო პრობლემების შესახებ სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა.

ამავე სააგენტოს მოჰყავს დიტერ ბოდენის სიტყვები იმის შესახებ, რომ ამ ეტაპისთვის არსებული მცირე პროგრესის მიუხედავად, ჟენევის დისკუსია უნდა გაგრძელდეს, რადგან პრობლემათა განსახილველად უმნიშვნელოვანეს ფორუმს წარმოადგენს.

აფსნიპრესი ასევე იუწყება, რომ ბოდენმა საქართველოს ხელისუფლების ბოლო სტრატეგიას საინტერესო პუნქტების შემცველი დოკუმენტი უწოდა.
XS
SM
MD
LG