Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის პრეზიდენტი: „დადგა დრო, დავივიწყოთ აზრთა სხვადასხვაობა“


ხორვატიის პრეზიდენტმა, ივო იოსიპოვიჩმა განაცხადა, რომ ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებისთვის დადგა დრო, დაივიწყონ აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც ფედერაციის დაშლის შემდეგ ჰქონდათ მათ ურთიერთობებში. სლოვენიაში ვიზიტისას, იოსიპოვიჩმა განაცხადა, რომ რეგიონის ახლანდელ ლიდერებს არ აქვთ უფლება მოუგვარებელი პრობლემები დაუტოვონ მომოვალ თაობებს. მისი ვიზიტი სლოვენიაში შედგა ერთი კვირით ადრე ბალკანეთის და ევროკავშირის სამიტამდე, რომლის მიზანია დააჩქაროს ამ ქვეყნების ინტეგრაცია ევროპის კავშირში.
XS
SM
MD
LG