Accessibility links

logo-print

ევროკავშირი ისრაელს პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდებს


ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები პალესტინელებთან. საერთაშორისო საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, კეთრინ ეშტონმა განაცხადა - „ჩვენ შეთანხმებული სამშვიდობო გადაწყვეტილება გვესაჭიროება, რომელიც მალე, ახლა უნდა შედგესო.“ ეშტონი ამ განცხადებით ფინეთის ქალაქ საარისელკაში, ევროკავშირის მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე გამოვიდა. ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი ებრაული დასახლებების გაშენების თაობაზე ისრაელის გეგმას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის სამშიდობო პროცესის შუამავალი „კვარტეტის“ - აშშ-ს, გაეროს, რუსეთის და ევროკავშირის მხრიდან. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ მისმა მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით „ძალიან უარყოფითი სიგნალი“ გაგზავნა. აღმოსავლეთ იერუსალიმში 1,600 საცხოვრებელი ერთეულის აგების გეგმა ისრაელმა ხუთშაბათს დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG