Accessibility links

logo-print

სერბიის პოლიციამ ომის დანაშაულებში 9 ეჭვმიტანილი დააპატიმრა


სერბიის ომის დანაშაულთა პროკურორის უწყების ცნობით, პოლიციამ ყოფილი სამხედრო დაჯგუფების 9 წევრი დააპატიმრა, რომლებიც კოსოვოს ომის დროს დაახლოებით 200 სამოქალაქო პირის დახოცვაში არიან ეჭვმიტანილნი.
პროკურორ ბრუნო ვეკარიჩის ინფორმაციით, გამოძიება სულ 26 ყოფილ სამხედროს ირგვლივ მიმდინარეობს და დასავლეთ კოსოვოს სოფელ ჩუსკაში 1999 წლის მაისში მომხდარ მკვლელობებს უკავშირდება. ვეკარიჩის თქმით, ეჭვმიტანილთაგან ბევრი ამჟამად სერბიაში არ ცხოვრობს. დაპატიმრებებს ბევრი პრო-დასავლური მთავრობის მხრიდან ომის დანაშაულებთან გამკლავების მცდელობად აღიქვამს, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის ფონზე.
XS
SM
MD
LG