Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნიკაციების ეროვნული კომისია: ”იმედმა” მაუწყებელთა ქცევის კოდექსი უხეშად დაარღვია


ტელერადიოკომპანია ”იმედის” მიერ მოდელირებულად წოდებულ პროგრამაზე, რომელმაც გასულ შაბათს საქართველოს მოქალაქეებში ჯერ პანიკა, შემდეგ კი - პროტესტი გამოიწვია, დღეს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იმსჯელებს. კომისია ადასტურებს, რომ ”იმედმა” მაუწყებელთა ქცევის კოდექსი უხეშად დაარღვია, მისი მოქმედება კი - შეცდომა და უპასუხისმგებლობა იყო. რა სანქციას გამოიყენებს კომისია იმედის მიმართ, გაირკვევა დღევანდელი სხდომის შემდეგ, რომელიც 16-დან 18 საათისთვის გადაიდო. სხდომის დაწყებამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საგანგებო მიმართვა გაუგზავნა ჟურნალისტთა ჯგუფმა, რომელმაც კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG