Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა


აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირების ფონია დაძაბულობა ისრაელის გეგმის გამო, ახალი საცხოვრებელი ერთეულები ააშენოს იერუსალიმის აღმოსავლეთ, პალესტინელებსა და ისრაელს შორის დავის გამომწვევ ნაწილში. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ ასევე ძველ ქალაქში აღდგენილი ისტორიული სინაგოგის გახსნის გამო. პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მოითხოვენ. ღაზის სექტორში, რომელსაც პალესტინელების ისლამისტური მოძრაობა ჰამასი აკონტროლებს, ათასობით ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო სვლაში, მიმართულში ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაციის წინააღმდეგ. იერუსალიმის ამ ნაწილში ახალი საცხოვრებელი ერთეულების აშენების გეგმა, რომელიც ისრაელმა ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის დროს გამოაცხადა, სერიოზულ დიპლომატიურ კრიზისს იწვევს ამერიკა-ისრაელის ურთიერთობაში.
XS
SM
MD
LG