Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვაცლავ ჰაველი თბილისს ეწვევა


ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი, კომუნისტური პერიოდის ცნობილი დისიდენტი ვაცლავ ჰაველი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ჰაველის ოფისისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო ჩეტეკა (CTK). ჰაველი, მისი ოფისის ცნობით, საქართველოში მიიწვია პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მის დაჯილდოვებას აპირებს. საქართველოში ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის სტუმრობა 24-25 მარტისთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG