Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში ოპოზიციონერებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა


ყირგიზეთში ოპოზიციონერებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა დედაქალაქ ბიშკეკსა და სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა 30 აქტივისტი ბიშკეკში მიმდინარე კონფერენციაზე პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობისას. კონფერენციაზე პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეები შეიკრიბნენ, ოპოზიცია კი ბაკიევს ავტორიტარიზმში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს. ქალაქ ოშში პოლიციასთან შეტაკება მოხდა, როცა დემონსტრანტები დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ისმაილ ისაკოვისადმი მხარდაჭერას გამოხატავდნენ. ცნობების თანახმად, პოლიციელებმა 60-მდე აქტივისტი დააკავეს. ოპოზიციის მომხრეების განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, თუ ბაკიევი არ შეასრულებს მათს მოთხოვნებს, რომელთა შორისაც არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მაღალი თანამდებობებიდან ბაკიევის ნათესავების მოხსნა. ოთხშაბათს ყირგიზეთი ე.წ. ტიტების რევოლუციის მეხუთე წლისთავს აღნიშნავს.
XS
SM
MD
LG