Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუანტანამოს სამი პატიმარი საქართველოში ჩაიყვანეს


შეერთებულმა შტატებმა დღეს საქართველოში გადაიყვანა გუანტანამოს ციხის სამი ყოფილი პატიმარი. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივან ფილიპ კროულის განცხადებით, ვაშინგტონის ადმინისტრაცია „მადლიერია საქართველოს ხელისუფლებისა გუანტანამოს საპატიმროს დახურვაში მისი მონაწილეობის გამო“. პრეზიდენტ ბარაკ ობამას დადებული აქვს პირობა, რომ დახურავს კუბაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზას, მაგრამ მისი ადმინისტრაციისთვის იოლი არ აღმოჩნდა იმ ქვეყნების პოვნა, რომლებიც მიიღებენ ყოფილ პატიმრებს, რომლებიც მართალია, ყველა ბრალდებისაგან გათავისუფლდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ სამშობლოში დაბრუნება.
XS
SM
MD
LG