Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის განცხადებით, საჰაერო დარტყმების შედეგად 61 სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს


ოფიციალური პირების განცხადებით, პაკისტანის სამხედრო-საჰაერო ძალების იერიშების შედეგად 61 სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს ავღანეთთან საზღვრის მახლობლად მდებარე რეგიონში, ორაკზაიში. დაღუპულებს შორის რელიგიური სასწავლებლის ათობით მოსწავლეა. დაზვერვის ორი ანონიმი ოფიცრის განცხადებით, ეს სასწავლებელი ერთ-ერთი არა-მოძალადე ისლამური ჯგუფის მთავარი ცენტრი იყო. ის სამიზნეში ამოიღეს, რადგან ეგონათ, რომ სასწავლებელში თალიბანის ლიდერები იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG