Accessibility links

logo-print

ნატოს ლიდერი გამოვა მოწოდებით, რომ ალიანსის პრიორიტეტად ანტისარაკეტო თავდაცვა გამოცხადდეს


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი შაბათს გამოვა მოწოდებით, რომ ალიანსის პრიორიტეტად გამოცხადდეს ანტისარაკეტო თავდაცვა და „ყველა შესაძლებლობა იქნეს გამოყენებული რუსეთთან ამ საკითხში თანამშრომლობისთვის“. ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსს უნდა მოუწოდოს აგრეთვე, რომ ნატოს მომავალ, ნოემბრის სამიტზე მიიღოს გადაწყვეტილება ანტისარაკეტო თავდაცვის შესახებ. რასმუსენი შაბათს გამოვა ნატოს კონფერენციაზე ბრიუსელში, თავისი მოხსენების პროექტი კი დღეს გააცნო მედიას. ნატოს ლიდერის შეფასებით, ამჟამინდელი ტენდენციები მასობრივი განადგურების იარაღიდან მომდინარე „რეალურ და მზარდ“ საფრთხეს ცხადჰყოფს.
XS
SM
MD
LG