სამხრეთ კორეის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ამ ქვეყნის სამხედრო ხომალდი, რომელზეც 104 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ახლოს ჩაიძირა მის ქიმზე მომხდარი, ჯერ-ჯერობით აუხსნელი აფეთქების შემდეგ. სამხრეთ კორეის მთავრობამ საგანგებო შეხვედრა მოიწვია, თუმცა, პრეზიდენტის პრეს-მდივნის განცხადებით, კვლავაც გაურკვევლი რჩება, იყო თუ არა გემის ჩაძირვის მიზეზი ჩრდილოეთ კორეასთან შეტაკება. სამხრეთ კორეის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, უკვე გადარჩენილია ეკიპაჟის 58 წევრი.
ყველაზე პოპულარული
1