Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი არ ემხრობა ირანის წინააღმდეგ სანქციებს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დღეს განაცხადა, რომ არ ემხრობა ეკონომიკურ სანქციებს ირანზე ზეწოლის მოსახდენად. ერდოანის აზრით, სანქციები „არ არის ჯანსაღი გზა და ... საუკეთესო მარშრუტი დიპლომატიაში“. ამ პრობლემაზე ერდოანმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მერკელი დღეს ეწვია თურქეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით და თურქეთს მოუწოდა, მზად იყოს გაეროს მიერ სანქციების დაწესების მხარდასაჭერად, თუ ირანი არ უჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ არ გააჩნია ამბიცია, შექმნას ბირთვული იარაღი. თურქეთი გაეროს უშიშრობის საბჭოს არა-მუდმივი წევრია. ერდოანის განცხადებით, მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიემხრობა თუ არა რეზოლუციას სანქციების შესახებ.
XS
SM
MD
LG