Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყიზლარში აფეთქების შედეგად 9 დაიღუპა


ცხრა ადამიანი დაიღუპა დღეს დილით დაღესტანის ქალაქ ყიზლარში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. დაღუპულთა შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლები და ორი თვითმკლელი ტერორისტი. ერთ თავდამსხმელს მილიციელის ფორმა ეცვა. მან თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც, პირველი აფეთქების შემდეგ, ადგილზე ექიმები და მილიციელები მივიდნენ.

XS
SM
MD
LG