Accessibility links

logo-print

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სულ ცოტა 7 ადამიანი ემსხვერპლა თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, დღეს ჰელმანდის პროვინციაში სულ ცოტა 7 ადამიანი ემსხვერპლა თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას. პროვინციის გუბერანტორის წარმომადგენლის თქმით, აფეთქების შედეგად, რომელიც პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ გაჰის მახლობლად მოხდა, 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. აფეთქება მოხდა მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები გლეხებს ჯგუფს თესლს ურიგებდნენ პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია, გლეხებს ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანაზე ხელი ააღებინოს. თებერვალში ნატომ შეერთებული შტატების მეთაურობით ჰელმანდის პროვინციაში თალიბანის წინააღმდეგ ფართო მასშტაბის შეტევა წამოიწყო.
XS
SM
MD
LG