Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კომისიას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 15-მა პარტიამ მიმართა


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. მათ შორის ჯერჯერობით არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ამ დრომდე ოფიციალურად არც თბილისის მერობის კანდიდატი დაუსახელებია. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიამ, ან საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას იყო რეგისტრირებული, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცსკ-ს განცხადებით 3 აპრილის ჩათვლით უნდა მიმართოს. საარჩევნო ადმინისტრაციას ამავე ვადაში უნდა მიმართონ იმ პარტიებმაც, რომლებსაც მსგავსი რეგისტრაცია არ გააჩნიათ.
XS
SM
MD
LG