Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უდოს კომისიამ 66 მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე მიიღო გადაწყვეტილება


პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების ე.წ. უდოს კომისიამ 66 მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე მიიღო გადაწყვეტილება. ამის შესახებ კომისიის დღევანდელი სხდომის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, გიორგი მაკასარაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 66 პატიმრიდან, რომლებსაც კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია, შვიდი ქალია. მათ შორის არ არიან არასრულწლოვნები. მისივე თქმით, კომისიამ სულ 229 პატიმრის საქმე განიხილა. კომისიაში 300-ზე მეტი განაცხადი იყო შესული, თუმცა ყველა საქმის განხილვა გარკვეული ხარვეზების გამო ვერ მოხერხდა. კომისია 66 პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლოს უახლოეს ხანში მიმართავს, რის შემდეგაც პატიმრებს გაათავისუფლებენ. ისინი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სახლებში შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG