Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისსა და ცხინვალს შორის გაცვლის პროცესი ”ყველას ყველაზე" ჩიხში შედის


თბილისსა და ცხინვალს შორის გაცვლის პროცესი ”ყველას ყველაზე" ჩიხში შედის. ამის შესახებ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სახალხო დამცველმა დავით სანაკოევმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის საპატიმროებში თებერვლის ბოლოსთვის საქართველოს 12 მოქალაქე იხდიდა სასჯელს, ქართულ ციხეებში კი დე ფაქტო რესპუბლიკის 30-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება. სანაკოევი განმარტავს, რომ მათ შორის ის პირებიც არიან, ვისაც საქართველოს ხელისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად აცხადებს. ქართულმა მხარემ 29-30 მარტს ოთხი ოსი ეროვნების და რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე გაათავისუფლა. საქართველო ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გაუკეთებია განმარტება ახალი ამბების სააგენტო „ინტერპესსნიუსის“ მიერ გავრცელებული სანაკოევის განცხადებაზე.
XS
SM
MD
LG