Accessibility links

logo-print

კარზაი და მაკკრისტალი ყანდაარში ჩავიდნენ


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და საერთაშორისო კოალიციური ძალების სარდალი გენერალი სტენლი მაკკრისტალი ერთად ჩავიდნენ ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ყანდაარში. წინასწარი ინფორმაციით, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თემების ლიდრებთან შეხვედრაში, რათა მათი მხარდაჭერის პირობა მიიღონ თალიბების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებამდე იმ რეგიონში, რომელიც მეამბოხეთა ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად ითვლება. ადრე იტყობინებოდნენ, რომ საერთაშორისო კოალიციისა და ავღანეთის არმიის ასეთი ერთობლივი ოპერაცია შესაძლოა, უახლოეს თვეებში ჩატარდეს. ამერიკის პრეზიდენტის მიერ ავღანეთში გასაგზავნი დამატებითი 230-კაციანი კონტინგენტის უმრავლესობა, სწორედ ყანდაარის დაჯგუფებას გააძლიერებს.
XS
SM
MD
LG