Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალელმა მეკობრეებმა აფრიკის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი დააკავეს


სომალელმა მეკობრეებმა აფრიკის აღმოსავლეთ ნაპირთან ერაყიდან აშშ-სკენ მიმავალი ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი დააკავეს. ეს სამხრეთკორეული ტანკერია, რომელსაც ორ მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გადაჰქონდა. ხუთი სამხრეთ კორეელი და 19 ფილიპინელი მეზღვაური მძევლებად აიყვანეს. მეკობრეების წარმომადგენელმა სახელად მოჰამედმა თქვა, რომ ტანკერს ჰარადირის პორტში მიიყვანენ, სადაც მეკობრეთა ბაზაა და სხვა გემებიც იქ ყავთ დაკავებული საზღაურის მოლოდინში.
XS
SM
MD
LG