Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა ობამამ მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაურეკა ავღანეთში საერთაშორისო ძალისხმევაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მადლობის სათქმელად. საქართველოს სამხედრო ნაწილი ამ თვეში შეუერთდება აშშ-ის საზღვაო ქვეითებს ჰელმანდის პროვინციაში. საუბრისას ობამამ საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის სრული მხარდაჭერა გამოხატა. პრეზიდენტებმა იმსჯელეს იმაზე, რომ რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ თავი აარიდოს პროვოკაციულ ქმედებებს. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა მიხეილ სააკაშვილის თანმიმდევრულ, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკას ვარდების რევოლუციის დანაპირების შესრულების საქმეში. მათ იმსჯელეს, ასევე, საერთო ინტერესზე, რომელიც უკავშირდება ბირთვული უსაფრთხოების მომავალი სამიტის მიერ დასახული ისტორიული მიზნის მიღწევას.
XS
SM
MD
LG