Accessibility links

logo-print

ვანო მერაბიშვილი: საქართველო არავის უსმენს და გადაწყვეტილებებს თავად იღებს


გაზეთ ”კომერსანტთან” საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე საუბრისას, ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ომი არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით არ დასრულებულა, რუსეთი კი, საქართველოს ომს ვერ მოუგებს, რადგან ქვეყანა დასავლური კულტურის გზით მიდის. ამასთან, შს-თა მინისტრი ამბობს, რომ საქართველო არავის უსმენს და გადაწყვეტილებებს თავად იღებს. ვანო მერაბიშვილს მაგალითად მოჰყავს კარალეთის ბაზაზე მყოფი სპეცრაზმელებისთვის ”კობრის” ტიპის დაჯავშნული ავტომანქანების შეძენა, რასაც ევროპელები ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ საქართველომ მათ არ დაუჯერა და ამ ზონაში მოკლულები აღარ ჰყავს. ”კომერსანტის” შეკითხვას მიიჩნევს, თუ არა მინისტრი, რომ ევროპელებს ყოველთვის არ უნდა დაუჯერო, მერაბიშვილი პასუხობს, რომ თითქმის არასდროს. გაზეთ ”კომერსანტთან” ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს გამო საქართველოს შსს-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ინტერვიუ, ძირითადად, სწორად ასახავს მინისტრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, თუმცა, კონტექსტიდან ამოღებულია გარკვეული, მათ შორის ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის ნაწილი.
XS
SM
MD
LG