Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ოპოზიცია ”სახალხო მთავრობას” ქმნის


ყირგიზეთის ოპოზიციის ლიდერი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი როზა ოტუნბაევა აცხადებს, რომ სათავეში ჩაუდგა ”ხალხის მთავრობას” და უკვე დანიშნა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ახალი მინისტრები. ოტუნბაევას განცხადებით, შემდეგი 6 თვის განმავლობაში ქვეყანას დროებითი ხელისუფლება მართავს, რომელიც ახალ კონსტიტუციას მოამზადებს. პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი ჯერ არ გადამდგარა - თქვა მან და დასძინა, რომ ბაკიევი სავარაუდოდ ჯალალაბადში დაბრუნდა და მხარდამჭერთა დარაზმვას ცდილობს. ამ ინფორმაციის გადამოწმება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG