Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომლითაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მგზავრობდა


პოლონეთის საინფორმაციო სააგენტო პაპ-ის ცნობით, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომლითაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მგზავრობდა. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი 96 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს კაჩინსკის დაღუპვის ცნობას, თუმცა აცხადებს, რომ ის მართლაც იმყოფებოდა თვითმფრინავში.
XS
SM
MD
LG