Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი ვარაუდით, არჩევნებში გამარჯვებას მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია „ფიდესს“ უწინასწარმეტყველებენ, რომელიც ბიუჯეტის შეკვეცით უკმაყოფილო ხალხს სამუშაო ადგილებს პირდება. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საღამოს ამომრჩევლის აქტივობამ 59.28 პროცენტი შეადგინა. უნგრეთში ეგზიტ პოლები არ ტარდება, მაგრამ ორი სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, პარტიული სიებით „ფიდესს“ ხმათა 54-55 პროცენტი აქვს, სოციალისტებს - 19-20 პროცენტი, რადიკალურ-მემარჯვენე „იობიკს“ კი 17 პროცენტი. თუ ეს მონაცემები გამართლდება, „იობიკი“ პირველად მოხვდება ქვეყნის პარლამენტში. კენჭისყრის წინასწარ შედეგებს თავდაპირველად საარჩევნო უბნების დახურვიდან ორ საათში ელოდნენ. მაგრამ საარჩევნო კომისიამ საღამოს გამოაცხადა, რომ 7 საარჩევნო უბანს დანიშნულ დროზე გვიან დახურავდა, რათა ყველას მიცემოდა ხმის მიცემის საშუალება.
XS
SM
MD
LG