Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორტნიკოვი: მიმდინარე წელს 170 ექსტრემისტი დააკავეს


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ექსტრემიზმში 170 ეჭვმიტანილი დააკავეს, ხოლო 10 ტერორისტული თავდასხმა აღკვეთილ იქნა. ალექსანდრ ბორტნიკოვმა რუსულ მედიას ისიც უთხრა, რომ დადგენილია 29 მარტს მოსკოვის მეტროში და ორი დღის შემდეგ დაღესტანში
მოწყობილი თავდასხმების „ჩამდენთა და ორგანიზატორთა“ ვინაობა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ორ მეტროსადგურზე თვითმკვლელი მოიერიშე ქალების მიერ მოწყობილ აფეთქებებს 40 ადამიანი ემსხვერპლა. ბორტნიკოვს დეტალებზე არ უსაუბრია. მან ასევე თქვა, რომ 26 ექსტრემისტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ნოემბერში მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიმავალ მატარებელზე თავდასხმაში, „ნეიტრალიზებულია“, კიდევ 14 კი დაპატიმრებული. ნოემბერში მატარებელზე თავდასხმასა და მოსკოვის მეტროში ახლახან მოწყობილ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერმა, დოკუ უმაროვმა აიღო.
XS
SM
MD
LG