Accessibility links

logo-print

აშშ და რუსეთი დახმარებას ჰპირდებიან ყირგიზეთის დროებით მთავრობას


აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აშშ მზად არის, დაეხმაროს ყირგიზეთის დროებით მთავრობას. სახელმწიფო მდივნის მოადგილე რობერტ ბლეიკმა დროებითი მთავრობის ხელმძღვანელ როზა ოტუნბაევასთან შეხვედრის შემდეგ ოპტიმიზმი გამოთქვა, დროებითი მთავრობის პირველი ნაბიჯების გათვალისწინებით. ოტუნბაევას განცხადებით, პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი, რომელიც მის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციისადმი ძალის გამოყენების შემდეგ გაიქცა, სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ჯალალაბადში დღეს ბაკიევის ოპონენტებისა და მომხრეების აქციები გაიმართა. დღესვე რუსეთმაგამოთქვა მზადყოფნა, რომ დახმარებისა და კრედიტების სახით 50 მილიონი დოლარი მიაწოდოს ყირგიზეთს. მანამდე რესპუბლიკის დროებითმა ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ სახელმწიფო ხაზინა ცარიელია პრეზიდენტის განდევნის შემდეგ.
XS
SM
MD
LG