Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნესტერენკო: საქართველოს აფხაზეთის აკვატორიაზე იურისდიქციის განხორციელების უფლება აღარ აქვს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს აფხაზეთის ტერიტორიაზე, მათ შორის აკვატორიაზე იურისდიქციის განხორციელების უფლება აღარ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის საზღვაო საზღვარი ჯერჯერობით გამიჯნული არ არის. დღევანდელ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ მოსკოვის პოზიციის საფუძვლად რუსეთის და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება დაასახელა. ნესტერენკომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო თავს შეიკავებს ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელიც აფხაზეთის სუვერენიტეტს დაარღვევს.
XS
SM
MD
LG