Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი წარმომადგენელმა მძაფრად გააკრიტიკა ბოსნიელ სერბთა გეგმა, გადაისინჯოს „სრებრენიცის“ საკითხი


საერთაშორისო თანამეგობრობის უზენაესმა წარმომადგნელმა ბოსნიაში, ვალენტინ ინცკომ მძაფრად გააკრიტიკა ბოსნიელ სერბთა მთავრობის გეგმა, შემოწმდეს ბოსნიის ომის დროს სრებრენიცაში დახოცილი პირების სია. ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პრემიერმა, მილორად დოდიკმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ საჭიროა შემოწმდეს სია, რათა მსხვერპლის რაოდენობით მანიპულაცია არ მოხდეს. ინცკოს თქმით, სიის გადახედვა მიზნად ისახავს კითხვის ნიშნის ქვეშ დაისვას გენოციდი.
XS
SM
MD
LG