Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი იტალიაში ჩავიდა


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი კვირა საღამოს მილანში ჩავიდა, სადაც მას იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი დახვდა. ორი ლიდერი ბერლუსკონის ვილაში არაოფიციალური სადილის გამართვას გეგმავდა. დღეს მათ შეხვედრები უნდა გამართონ სხვადასხვა საკითხის ირგვლივ - მათ შორის ბირთვულ ენერგეტიკასა და იტალიასა და რუსეთს შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციაზე. პუტინი იტალიაში ავსტრიიდან ჩავიდა. იტალიას ის ორშაბათს საღამოს დატოვებს.
XS
SM
MD
LG