Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 13 პირი მოკლეს


ოფიციალური პირების განცხადებით, პაკისტანელმა ჯარისკაცებმა ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 13 პირი მოკლეს ავღანეთის საზღვართან მდებარე ორაკზაის რეგიონში. ადგილობრივი ოფიციალური პირის, ჯაჰანზებ ხანის განცხადებით, რვა ექსტრემისტი დაიღუპა ორაკზაიში საკონტროლო-გამშვები პუნქტის გარშემო ბრძოლის შედეგად, ხოლო საჰაერო იერიშების დროს კიდევ ხუთი მებრძოლი მოკლეს. სამხედრო ძალებმა მარტის შუა რიცხვებში გაააქტიურეს სამხედრო ოპერაცია ორაკზაიში, რადგან ამ რეგიონს ბევრმა პაკისტანელმა თალიბმა მიაშურა სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში სამხედრო ოპერაციისთვის თავის ასარიდებლად. დამოუკიდებელ წყაროებს უჭირთ ინფორმაციის შემოწმება.
XS
SM
MD
LG