Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქმე ”ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” განიხილა


ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ 27 აპრილს განიხილა ”ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” საქმე. მომჩივანი მხარე სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვს დარღვეულად აღიაროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები, რომელიც სიცოცხლის და სამართლიანი სასამართლოს უფლებას უზრუნველყოფს და ადამიანის წამებას კრძალავს. მომჩივანი საქართველოს ხელისუფლებისგან მორალური ზიანისთვის 300 000 ევროს გადახდასაც მოითხოვს. სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი იცავს. სასამართლო დასკვნას რამდენიმე თვეში გამოიტანს.
XS
SM
MD
LG