Accessibility links

იუწყებიან, რომ ქურთმა მეამბოხეებმა თურქეთში ორი ჯარისკაცი მოკლეს


თურქეთის მედიის ცნობებით, სეპარატისტმა ქურთმა მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განლაგებულ სამხედრო დანაყოფს, რასაც 2 ჯარისკაცის სიკვდილი და კიდევ ორის დაჭრა მოჰყვა. საინფორმაციო სააგენტო „ანატოლიას“ ცნობით, თავდასხმა პატრულირების დროს, ქალაქ სემდინლისთან ახლოს, მთიან რეგიონში მოხდა. ჯარი ახორციელებს ოპერაციას აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრების წინააღმდეგ. ეს პარტია უკვე 25 წელია ანკარის წინააღმდეგ სისხლიან ამბოხებას აწყობს ქვეყნის ძირითადად ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთში. ქურთისტანის მუშათა პარტიამ - რომელსაც თურქეთი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ტერორისტულ ჯგუფს უწოდებენ - იარაღი 1984 წელს აისხა. მას შემდეგ კონფლიქტს დაახლოებით 45,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG