Accessibility links

logo-print

ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა” წარმოადგენს ანგარიშს პრივატიზაციაში დარღვევების შესახებ


დღეს ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" მორიგ ანგარიშს წარმოადგენს სახელწოდებით „სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა, ანუ „პრივატიზება ქართულად-2". პირველი მსგავსი ანგარიში "მწვანე ალტერნატივამ" 3 წლის წინ გამოაქვეყნა და მასში აღწერილი იყო 2005-2007 წლებში პრივატიზების პროცესის მინიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები. ამჟამინდელი ანგარიში მაშინდელის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელშიც აღწერილია ზოგიერთი საწარმოს (მაგალითად, "თბილისის წყლის", "საქწყალკანალის", "მცხეთაწყალკანალის", "რუსთავწყალკანალის") პრივატიზების პროცესის და რამოდენიმე უკვე გასხვისებული საწარმოს ("ვარციხეჰესების კასკადის", "ჭიათურმანგანუმის", "მადნეულის" და "კვარციტის") მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგის შედეგები.
XS
SM
MD
LG