Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებში მონაწილეობას უარს ბაღათურიაც ამბობს


„ქართული დასი” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქართული დასის ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა, მათ გადაწყვიტეს, რომ “ქართულმა დასმა” ხელი არ შეუშალოს ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა, ჯონდი ბაღათურიას პარტია მხარს მერობის არც ერთ კანდიდატს არ უჭერს. ბაღათურიას თქმით, “ქართული დასის” მხარდაჭერა ისაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს და, შესაბამისად, არც მერობისა და არც მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლება. ჯონდი ბაღათურია, სამწუხაროს უწოდებს იმ გარემოებას, რომ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ვერ შეთანხმდა.
XS
SM
MD
LG