Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში აფეთქების მცდელობზე პასუხისმგებლობა ვიდეოჩანაწერით პაკისტანის თალიბანმა იკისრა


პაკისტანის თალიბანმა პასუხისმგებლობა იკისრა ნიუ-იორკის ცენტრალურ მოედანზე, ტაიმს სკვერზე მდგარი მანქანის აფეთქების მცდელობაზე. ისლამისტურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ვიდეოჩანაწერში ჯგუფი აცხადებს, რომ თავდასხმა შურისძიება უნდა ყოფილიყო „ორი ლიდერის, ალ-ბაღდადის და ალ-მუჯაჰირის, ისევე როგორც მუსულმანი წამებულების გამო“. განცხადების წყაროს გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა მინისტრ ჯანეტ ნაპოლიტანოს განცხადებით, აღებულია თითის ანაბეჭდები მანქანიდან, რომელშიც ასაფეთქებელ მოწყობილობას შაბათს მიაგნეს. მოწყობილობა არ აფეთქებულა - პოლიციამ მისი გაუვნებელყოფა შეძლო.
XS
SM
MD
LG