Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ბირთვული იარაღის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა რაოდენობის ბირთვულ იარაღს ფლობს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო იტყობინება შეიარაღებაში ინახება 5113 ბირთვული ქობინი. აღსანიშნავია, რომ 1967 წლიდან მოყოლებული ამერიკამ ბირთვული არსენალის ოდენობა 84 პროცენტით შეამცირა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების კონფერენციაზე გაეროში განაცხადა, მაქსიმალური გამჭვირვალობა ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებში შედის: ”დღეიდან დაწყებული, ამერიკის შეერთებული შტატები საჯაროს გახდის ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა რაოდენობის ბირთვული იარაღი ინახება ჩვენს მარაგში და რა რაოდენობის იარაღი გავაუნებელვყვეთ 1991 წლიდან. ეს განცხადება არის მათთვის ვინც ჯერ კიდევ ეჭვობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეიტანს საკუთარ წვლილს ბირთვული განიარაღების საკითხში. ეს არის ჩვენი გზავნილი, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ის საკმაოდ ნათელია. ეს მათთვის მკაფიო სიგნალია ”, - აცხადებს კლინტონი.
XS
SM
MD
LG