Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს გადაწყვეტილებით, ბინებიდან ამოწერილ ამომრჩევლებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანენ


ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანენ იმ პირებს, რომლებმაც ამომრჩევლის უფლება დაკარგეს, ბინათმესაკუთრეთა განცხადების საფუძველზე, კონკრეტული მისამართიდან მათი ამოწერის შედეგად. ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, რომელიც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, ეს ამომრჩევლები ხმას მისცემენ ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შესაბამისი სააჩრევნო ოლქის ტერიტორიაზე. ამ კატეგორიის ამომრჩეველმა, ხარატიშვილის განცხადებით, 14 მაისის ჩათვლით უნდა შეიტანოს განაცხადი სათანადო საარჩევნო ოლქში.
XS
SM
MD
LG