Accessibility links

logo-print

ათენში სამი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად, რომელიც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას გაჩნდა


ათენში სამი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად, რომელიც ერთ-ერთ ბანკში გაჩნდა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკების დროს. ამ შეტაკების ფონია საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში. დემონსტრანტები აკრიტიკებენ მთავრობის გეგმას, რომელიც ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცას ითვალისწინებს, როგორც მთავრობა ამტკიცებს, საბერძნეთის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. ათენში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, რათა დაეშალა დემონსტრანტები, რომლებიც აალებად ყუმბარებს ისროდნენ. დემონსტრაციის შეტაკებაში გადაზრდის შესახებ იუწყებიან საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკიდანაც. იმავდროულად საბერძნეთში დღეს საყოველთაო გაფიცვაა გამოცხადებული საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის გეგმასთან დაკავშირებით. გეგმით გათვალისწინებულ ზომებს შორის არის გადასახადების გაზრდა, პენსიების შეკვეცა და ხელფასების გაყინვა. საბერძნეთის მთავრობას დადებული აქვს პირობა, რომ ხარჯებს შეამცირებს კრედიტების სანაცვლოდ, რომელსაც ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მიიღებს. დახმარების პაკეტი 110 მილიარდ ევროს მოიცავს. პარლამენტმა გერმანიაში, რომელზეც დახმარების უდიდესი წილი მოდის, დღეს დაიწყო შესაბამისი კანონპროექტის განხილვა.
XS
SM
MD
LG