Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი მოხსენებით გამოვიდა ევროპის პარლამენტში


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც დღეს ევროპაში ტურნე დაიწყო, მოხსენებით გამოვიდა ევროპარლამენტში. ბაიდენის შეფასებით, შეერთებულ შტატებსა და ევროპას არასოდეს სჭირდებოდათ ერთმანეთი ისე, როგორც ახლა, გამომდინარე გლობალური ინტერესებიდან, რომლებიც მათ მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან. „ამ საუკუნემ წარმოაჩინა ახალი გამოწვევები - არანაკლებ საშიში, ვიდრე მე-20 საუკუნის გამოწვევები იყო და ჩვენ ერთად, ერთად ვზრუნავთ მათს მოგვარებაზე. ეს რთული პრობლემებია. იქნება უთანხმოებები, მაგრამ ჩვენ ერთად ვკიდებთ ხელს მათს მოგვარებას“, -განაცხადა ბაიდენმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამოსვლისას. მან ისაუბრა ირანის ბირთვულ პროგრამაზეც, რომელიც, ბაიდენის შეფასებით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ რეგიონში გამალებული შეიარაღების დაწყების საფრთხეს უკავშირდება. ბრიუსელში ვიზიტის დროს ბაიდენი შეხვდება ასევე ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს, ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპეს. პარასკევს ის ესპანეთში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG