Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთიდან იუწყებიან შეტაკებაზე, რომელშიც ორი თურქი ჯარისკაცი და ხუთი ქურთი მეამბოხე დაიღუპნენ


გავრცელებული ცნობებით, თურქეთში ორი თურქი ჯარისკაცი და ხუთი ქურთი მეამბოხე დაიღუპნენ შეტაკებაში, რომელიც ერაყთან საზღვრის მახლობლად მოხდა. საინფორმაციო სააგენტოები თურქი ოფიციალური პირისაგან მიღებულ ცნობაზე მითითებით იუწყებიან, რომ შეტაკება მოჰყვა კანონგარეშე გამოცხადებული ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეების იერიშს ჯარისკაცებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ჰაკარის პროვინციაში. ქურთისტანის მუშათა პარტიამ, რომელსაც ანკარა, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი, ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს, 1984 წელს დაიწყო შეიარაღებული ბრძოლა თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. კონფლიქტმა 45 000-მდე სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG