Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, ილიას უნივერსიტეტთან ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა


თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა. თავდაპირველად სასწავლებელთან შეიკრიბნენ სტუდენტები, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძეს და მიუღებელი უწოდეს თავისუფალი აზრის გამოთქმის შეზღუდვას, რაც გახმაურებული წიგნის, „საიდუმლო სირობის“ წინააღმდეგ საზოგადოების ერთი ნაწილის მკვეთრ პროტესტს ეხება. აქციის მიმდინარეობისას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდა ახალგაზრდების სხვა ჯგუფი და, თავის მხრივ, აქციის მონაწილე სტუდენტები და მათი პოზიცია გააკრიტიკა, მოითხოვა გიგი თევზაძის გადადგომა და საპატრიარქოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინაღამდეგ ბრძოლის შეწყვეტა მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებას ძალიან მწვავე ფორმა არ მიუღია.
XS
SM
MD
LG