Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებისა და თავდასხმების შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა


ერაყში დღეს მომხდარი აფეთქებებისა და თავდასხმების შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა. ბაღდადის სხვადასხვა რაიონში პოლიციის საგუშაგოებზე თითქმის ერთდროული თავდასხმების შედეგად, მეამბოხეებმა 7 ერაყელი პოლიციელი მოკლეს, კიდევ 2 კი - ქალაქის სამხრეთით და დასავლეთით მომხდარ აფეთქებებს ემსხვერპლა. დღესვე უსაფრთხოების ძალების თანამშრომლების სახლებს თავს დაესხნენ ერაყის ქალაქ ფალუჯაშიც, სადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა. თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაიჭრა ერაყის ქალაქ სუვაირაშიც. 2 დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა დღეს ქალაქ ჰილაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით 25 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG