Accessibility links

logo-print

ადმინისტრირება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წინააღმდეგ


„საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია და გუბერნატორებმა და გამგებლებმა ამ მიმართულებით შესაბამისი მითითებები მიიღეს”, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ დღეს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მკაცრად გაკონტროლდება. „გუბერნატორები, გამგებლები და სხვა პირები, რომელთა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა კანონით დაშვებულია, მაგრამ არა სახელმწიფო რესურსის ხარჯზე, უნდა გადადგნენ თანამდებობებიდან ან გავიდნენ შვებულებაში. ამ პერიოდში მათ მიერ ადმინისტრაციული რესურსის, იქნება ეს სამუშაო ფართი, მანქანა და მით უმეტეს ადგილობრივი ბიუჯეტის გამოყენება მკაცრად კონტროლდება”, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ.
XS
SM
MD
LG