Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები საქართველოს ბიზნესკლიმატს სწავლობენ


დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ბიზნესფორუმი გაიხსნა, რომელშიც უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები მონაწილეობენ. ფორუმი პროექტის - “დაბრუნება საქართველოში” ფარგლებში მიმდინარეობს და მასში 30-მდე ქართველი ბიზნესმენი მონაწილეობს. პროექტის მიზანია, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს გააცნონ ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, რათა საქართველოში დააბანდონ კაპიტალი. ბიზნესმენები გეგმავენ გამგზავრებას სვანეთში, ბათუმსა და კახეთში. ასევ იგეგმება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG