Accessibility links

logo-print

კვლავ დაიძაბა ვითარება ჯალალაბადში


კვლავ დაიძაბა ვითარება ყირგიზეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჯალალაბადში, სადაც ექს-პრეზიდენტ ბაკიევის მხარდამჭერებმა საპროტესტო მიტინგის შემდეგ, ადგილობრივი უზბეკური დიასპორის მიერ დაფუძნებულ, ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტს ქვები დაუშინეს და შენობის დაწვა სცადეს. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა ერთი და დაჭრა 16 ადამიანი. მომხდარი ფაქტი დაგმო ყირგიზეთის დროებითი მთავრობის მეთაურმა როზა ოტუნბაევამ. მისი განცხადებით, დაუშვებელია ეთნიკური შუღლის გაღვივება მით უმეტეს, ყირგიზებსა და უზბეკებს შორის.
XS
SM
MD
LG