Accessibility links

კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნისას პილოტთა კაბინაში გარეშე პირები იმყოფებოდნენ


რუსეთის ავიაციის სფეროს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ აპრილში, პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნისას პილოტთა კაბინაში იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც ეკიპაჟის წევრები არ იყვნენ. კატასტროფის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ტატიანა ანოდინას თქმით, ამ პირებიდან ერთ-ერთის ხმა უკვე ამოცნობილია. ანოდინას განცხადებით, არ ყოფილა „ტერორისტული თავდასხმა, აფეთქება, ხანძარი, ან ტექნიკური გაუმართავობა.“ სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფას 96 პირი შეეწირა - მათ შორის პრეზიდენტი კაჩინსკი, მისი მეუღლე და პოლონეთის სხვა ოფიციალური პირები.
XS
SM
MD
LG