Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ განცხადება დაწერა


ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა დენის ბლერმა, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. როგორც ის წერს, ძალიან წუხს იმის გამო რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას სამსახურიდან დათხოვნის შესაბებ განცხადებით მიმართა. მას ოფიციალურად, პარასკევს, 28 მაისს გაათავისუფლებენ სამსახურიდან. ბლერი აცხადებს, რომ მის გადაწყვეტილებას რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ ჰქონია. ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ის პრეზიდენტ ობამას, ოთხშაბათს, თეთრ სახლში შეხვდა. მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გასულ დეკემბერს ამერიკაში საჰაერო ლაინერის აფეთქების და ასევე, დაახლოებით სამი კვირის წინ, თაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობის მცდელობა. ნაციონალური დაზვერვის სამსახური 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ შეიქმნა, სამსახურის მიზანია ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლა და ის 16 სადაზვერვო სააგენტოს აერთიანებს.
XS
SM
MD
LG