Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიშჩენკოს განცხადებით, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება ნატოს წევრობის გარეშე შეუძლია


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება ნატოს წევრობის გარეშე შეუძლია. პარლამენტში დღევანდელი გამოსვლისას კონსტანტინ გრიშჩენკომ აღნიშნა, რომ ევროპის კავშირში ნეიტრალური და სამხედრო ბლოკს მიღმა მყოფი ქვეყნების გაწევრიანების სრულიად აშკარა მაგალითები არსებობს. გრიშჩენკოს განმარტებით, როდესაც უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება ევროკავშირისკენ კურსზე საუბრობს, მისთვის ამოსავალი უკრაინის, როგორც ბლოკს მიღმა მყოფი სახელმწიფოს ფაქტობრივი მდგომარეობაა.
XS
SM
MD
LG